Saturday, November 30, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტრესურსები, როგორ შევავსოთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმატი; ვისწავლეთ ვებგვერდის მონიშვნა, რათა მოსწავლეებს მივუთითოთ, სად შეიძლება საჭირო ინფორმაციის მოძიება.გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას; რესურსებში ვნახეთ შეფასების რუბრიკის ნიმუშები მოსწავლეთათვის; შევქმენით მოსწავლის სავარაუდო საპრეზენტაციო ნაშრომი, რათა გაგვეაზრებინა, თუ როგორ შევადგინოთ სწორად მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე ერთმანეთს გავაცანით ჩვენ მიერ შედგენილი მიმართულების მიმცემი კითხვები, განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე, მეოთხე და მეხუთე აქტივობები, ვისწავლეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა. შევიმუშვეთ შეფასების ეფექტური მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტზე განვახორციელოთ მონიტორინგი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ მოსწავლეთა საჭიროებები პროექტის დასაწყისში, დაგვეხმარება მუშობის პროცესში. მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენს სასწავლო პროექტზე და შევიტანეთ პორტფოლიოში.მივიღეთ დავალება: შევავსოთ პროექტის გეგმა შეფასების ჩათვლით; დავასრულოთ პორთფოლიოს პრეზენტაცია; გავაკეთოთ კომენტარი მინიმუმ 3 კოლეგის ბლოგზე პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი - როგორ გავხდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი; თემატური - რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვიყო და სარგებელი მოვუტანო საზოგადოებას; შინაარსობრივი - როგორ დავიცვა პირადი ჰიგიენა.

მესამე დღის რეფლექსია

გავიაზრეთ სასწავლო პროექტის გეგმის სასწავლო მიზნები 7 სარეკომენდაციო ნაბიჯის მიხედვით; ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება სასწავლო მასალაში ჩართული დოკუმენტების დახმარებით; ვისწავლეთ Google Drive-ს გამოყენება; დავალებად მივიღეთ: შევიმუშაოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისთვის, შევავსოთ პროექტის გეგმა განსაზღვრულ ადგილამდე და დავწეროთ ბლოგზე კითხვები; გავაკეთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგზე.

Sunday, November 17, 2013

მეორე დღის რეფლექსია


1. განვიხილეთ საპროექტო იდეები;

2. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;

3. მოვამზადეთ პუბლიკაცია;

4. საშინაო დავალებად მივიღეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.

Saturday, November 16, 2013

საპროექტო იდეა


სამოქალაქო განათლების პრაქტიკულად გამოყენების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა 


                                   "ჯანსაღი კიჭებით იცინის მზე"

      დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კბილების ჰიგიენის დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

პირველი დღის რეფლექსია

 
 დღეს  გავეცანით ინთელის ძირითადი კურსის პროექტებით სწავლის პირველ მოდულს, რომელიც მოიცავს რამდენიმე აქტივობას. გავეცანით სამ აქტივობას. შევქმენით სამუშაო ფაილები, რომლებშიც განვათავსეთ პროექტისთვის მომავალში სამუშაო ფაილები: პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი.
 მივიღეთ დავალება -   1.რესურსებიდან წავიკითხოთ ერთ-ერთი თემა და განვიხილოთ
                                          2. პროექტისთვის მოვიფიქროთ იდეა