ინთელის ძირითადი კურსი
Sunday, December 15, 2013
Saturday, December 14, 2013
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს გადავხედეთ პორტფოლიოს და საბოლოო სახე მივეცით, შევასწორეთ ხარვეზები. ვისწავლეთ როგორ მოვიყვანოთ სამუშაო რეჟიმში სლაიდშოუში სლაიდებზე მიბმული დოკუმენტები.
გამზადებული საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში და გადავიტანეთ ბლოგზე.მოვისმინეთ მონაწილეთა პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი. გავაკეთეთ კურსის შეფასება.
ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით. ნინო, უღრმესი მადლობა.
Sunday, December 8, 2013
მერვე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ფასილიტაციის მასალებს.ნიმუშად ავირჩიეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაწყვილებლად. ვისწავლეთ, რით განსხვავდება ფასილიტაციის მასალები დიფერენციაციის მასალებისგან. ინტერნეტის გამოყენებით შევადგინეთ კითხვარი მოსწავლეებისთვის და განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ სლაიდზე ბმულის გაკეთება. კიდევ ერთხელ გადავხედეთ თემატურ გეგმას.
Saturday, December 7, 2013
მეშვიდე დღის რეფექსია
დღეს გავხსენით კურსის რესურსები და მოვინიშნეთ ყველაფერი,რაც გავაკეთეთ.შევქმენით დამხმარე შაბლონი განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლისთვის. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შექმნა. მივიღეთ დავალებები შემდეგი მეცადინეობისთვის - შევქმნათ კითხვარი ინტერვიუსთვის ან კვლევისთვის და დავასრულოთ პროექტის გეგმა.
Sunday, December 1, 2013
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პრეზენტაციაზე უკუკავშირით. დავსვით სამი შეკითხვა, გავაკეთეთ ორი კომენტარი, შევთავაზეთ ერთი რჩევა.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. გავაკეთეთ უკუკავშირი. ვისწავლეთ ბლოგზე სურათისა და ვიდეოს ჩასმა.პროექტის გეგმისთვის მივიღეთ შეფასების ინსტრუმენტები ნიმუშების სახით.
Subscribe to:
Posts (Atom)